ტიტე აროშიძე: ე.წ. ოპოზიცია დესტრუქციას ყოველდღიურად ცდილობს

„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქცია შეაფასეს როგორც დაგეგმილი დესტრუქციის ნაწილი. ტიტე აროშიძემ აქცენტი პროვიკაციებსა და ანტისანიტარიაზე გააკეთა. მან ოპონენტებს პანდემიის საფრთხის შესახებ შეახსენა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.

„როგორც მოგეხსენებათ აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კვირაა უკვე მიმდინარეობს ე.წ. ოპოზიციის მცირერიცხოვანი აქცია, სადაც არის განთავსებული კარვები, ანთია კოცონი, არის ანტისანიტარიაა, ჩახერგილია გზები და რაც ყველაზე მთავარია არ არის დაცული არანაირი რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ყოველდღიურად არის მცდელობა ისევ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოახდინონ დესტრუქცია, შევიდნენ კონფლიქტში როგორც მთავრობის დაცვის წევრებთან, ასევე პოლიციასთან და ამით მოახდინონ ტემპერატურის აწევა, რაც მათი ბოლო მცდელობაა შეიძლება ითქვას, გამომდინარე იქედან , რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი აქციებით ვერც ხალხის მობილიზებას და ვერც ტემპერატურის აწევას. დღეიდან ისინი გადავიდნენ ახალ სცენარზე, რომელიც არის გასტროლიორის სცენარისტის მოფიქრებული და ყველანაირ დესტრუქციას ახორციელებენ, რითაც ცდილობენ, რომ მიიქციონ მოსახლეობის ყურადღება“, – განაცხადა აროშიძემ.

მან მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს სიმშვიდის

„ჩვენ ვიცით რომ ის სცენარისტები რომელიც უწერენ სცენარს და მთავარი გასტროლიორი სცენარისტი უკრაინიდან კარნახობს ბოლო სტრიქონებს რაც უნდა განახორციელონ ბოლო დღეების სცენარები, ხალხს უკან ამოფარებული ლიდერები თვალს ადევნებენ პროცესს. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ასევე აქციის მონაწილეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ექნება შესაბამისი რეაგირება. შსს-ს თითოეული თანამშრომელი იცავს უსაფრთხოებას. აგრძელებენ მუშაობას და აარიდებენ ქალაქს იმ უსიამოვნებას და დესტრუქციას რის განხორციელებასაც აპირებს დღეს არსებული ოპოზიცია”, – აღნიშნა აროშიძემ.

ბათუმში, მთავრობის აქციასთან მიმდინარე აქციაზე დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა თუმცა სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ მონაწილეები შენობის პიკეტირებას აპირებენ, რაც უკანონობაა. აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები