ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს, მათ შორის ერთ ორსულს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გეგმური ტესტირების შედეგები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან.

კოვიდ-კლინიკა ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს. საავადმყოფოში მოწყობილია ბოქსირებული განყოფილება, რომელიც ყველა საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები