პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან ორი პირი დააკავა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ამ დროისთვის, მშვიდი ვითარებაა. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვას სცადეს. წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. ადგილზე შეკრებილებმა პერფორმანსი მოაწყვეს, მათ სამთავრობო შენობასთან, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კაბინეტია, ბუშტები გაუშვეს. პერფორმანსს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. არეულობის შედეგად ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. გარდა ამისა, დაზიანდა კარვებიც, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები