ხობში, მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭანისწყალზე, ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი შენდება.
დღეის მდგომარეობით პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს 70 პროცენტია შესრულებული.
ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 594 ათასი ლარი დაიხარჯება.
ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარეობს.