აჭარაში კორონავირუსის 313 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 313 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც წინა დღეებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გამოჯანმრთელდა და კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 582-მა პაციენტმა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 19 049-ს შეადგენს.
ბათუმის კოვიდ კლინიკებში 6 241 პირი მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 49 პირი იმყოფება. კოვიდ სასტუმროებში 1 977 მოქალაქე რჩება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები