ქვემო ქართლში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 187 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, მთლიანად ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 37 პაციენტი გარდაიცვალა.