160 ახალი კოვიდინფიცირებული და 346 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. გასული 24 საათის მონაცემით, ვირუსი 160 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტები ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი 346-მა პირმა დაამარცხა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის 80 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 41კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 13 პაციენტის მდგომარეობაა, მათ ორმხრივი პნევნომია აღენიშნებათ. რაც შეეხება სენაკის კლინიკა „სენამედში“ 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 106 ადამიანი იმყოფება.