გურიაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა.