ჩვენთან შემოვიდა მასალები და დაწყებულ იქნა გამოძიება -ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე ანანიაშვილმა ბათუმში, ფიტნეს კლუბ “რეფორმერფიტნესში” მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა და განმარტა, თუ რა გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.
“ეს ობიექტი შრომის დაცვის ინსპექციის მიერ დაჯარიმებულ იქნა გუშინ. ასევე, დღესაც მოხდა აღნიშნული ობიექტის გამოვლენა, აღნიშნულმა ობიექტმა არ შეწყვიტა დადგენილი რეგულაციებით გათვალისწინებული აღნიშნული ობიექტის შეჩერება. ჩვენთან შემოვიდა მასალები და დაწყებულ იქნა გამოძიება” – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.