ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურში ხის ფიცრული სახლი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ ოცნების ქალაქში მოხდა.

როგორც ,,რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრების გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან მალევე მოხერხდა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ამ დროისთვის ოჯახის წევრები თავს ახლობელთან აფარებენ. რა ზომებს მიმართვს ადგილობრივი ხელისუფლება ხვალ კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები