ბათუმში ფიტნესკლუბის “რეფორმერ ფიტნესის” ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტი დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილა და მუშაობას მაინც აგრძელებს.
ცნობისთვის, გუშინ, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ფიტნესკლუბს 10 000-ლარიანი ფინანსური სანქცია დააკისრა, დაწესებულებამ ფუნქციონირება მაინც გააგრძელა.
ამ წუთებში ფიტნესკლუბთან ოპოზიციის წარმომადგენლები და დაკავებულის ახლობლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია