ბათუმში შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო დაჯარიმებულ ფიტნესკლუბში პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე სამართალდამცველები ჩხრეკის პროცესს ახორციელებს.
ტერიტორიაზე მოქალაქეებიც არიან შეკრებილები და კლუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. დაწესებულების მეპატრონე დღეს მეორედ დააჯარიმეს, რადგან გიორგი ფუტკარაძე არ დაემორჩილა მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს და დაწესებულება არ დაკეტა. თავად მეპატრონეს თქმით კი არ ემორჩილება რეგულაციებს რადგან ეს მისი შემოსავლის ერთდერთი წყაროა. ფიტნეს კლუბში იმყოფებოდნენ თანამშრომლები და მოქალაქეები ისინი შენობიდან სამართალდამცველების მიერ გამოყვანილია.
ადგილზევე შედგენილი სამართალდარღვევბის ოქმი რომელიც კლუბის მეპატრონემ არ დაიტოვა. გიორგი ფუტკარაძე შრომის ინსპექციამ გუშინაც დააჯარიმა, რომელიც 10 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები