ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ
ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ. არაებული ინფორლაციით, 77 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა და ამ დრომდე ვერ იპოვეს. სავარაუდოდ, მამაკაცი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. მამაკაცს სიმსივნიდან გამომდინარე მეხსიერების პრობლემა აქვს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება.
მოხუცს ეცვა შავი პულოვერი, შავი შარვალი და შავი ქუდი.
თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაუკავშირდნენ 112- ს ან დარეკეთ ნომერზე 551 66 66 19.