ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები მოსახლეობას აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ამ მიზნით მონაწილეებმა პეტიციას ხელი მოაწერეს და მოსახლეობასაც იმავეს სთხოვენ.
შეკრებილებმა სოლიდარობა სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობაც მოაწყვეს.
ამ ეტაპზე აჭარის მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი აქცია გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ბათუმში 31 ოქტომბერს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეს დაიწყო. ოპონენტები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ სპეციალურად გაშლილ კარვებში ათენებდნენ ღამეებს. პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო მსვლელობებიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები