ჩოხატაურში ქვის საამქროში დაშავებული მუშა გარდაიცვალა

ჩოხატაურში ქვის სატეხ საამქროში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მუშა გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა, ასევე შემოყვანამდე დაკარგა ბევრი სისხლი. ოპერაცია ჩაუტარდა, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა “მედალფას” ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საამქროს მუშა ცემენტის საზელ აპარატში გასაწმენდად ჩავიდა, რა დროსაც ის ამუშავდა და მუშა  დაშავდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები