ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია კვლავ რეგულაციების დარღვევით მიმდინარეობს

ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია რეგულაციების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები სიტყვით გამოდიან. აქცია ბათუმში დაანონსებული იყო. ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა. აჭარის მთავრობის სახლთან გაკრულია სტიკერები, ბანერები და პოსტერები.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მათი მიმდევრები 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათენებენ. ამ დროის განმავლობაში პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები და იყო ოპოზიციის წევრების სიტყვით გამოსვლებიც. ისინი 2020 წლის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები