ბათუმში ფიტნესკლუბი „Reformerfitness“ შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო მეორედ დაჯარიმდა
შეზღუდვების მიუხედავად ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბი მუშაობას აგრძელებს. შრომის ინსპექტირების სამსახურმა და პოლიციამ შეამოწმეს. კლუბის მეპატრონეს დადგენილება გააცნეს, რომელიც მას ფუნქციონირების უფლებას უზღუდავს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის წარმოებას ითვალისწინებს.
დაწესებულების მეპატრონე კი აცხადებს, რომ პანდემიის დროს დადგენილ შეზღუდვებს, არ ემორჩილებიან. ეს ფიტნესკლუბი ბათუმში სექტემბერში გაიხსნა და აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაჩერებას არ აპირებს.
„ვაცხადებ დაუმორჩილებლობას. რატომ არ უნდა ვიყოთ აქ, როცა ყველა წესს ვიცავთ, ეს ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყაროა და რაც არ უნდა მითხრან და რა თანხითაც არ უნდა დამაჯარიმონ არ ვაპირებ გადახდას. ყველა წესი დაცულია და რატო უნდა ავკრძალო მუშაობა,“-ამბობს ფიტნესკლუბის მენეჯერი.
მან ადგილზე შედგენილი სამართალდარღვევბის ოქმი არ დაიტოვა.
გიორგი ფუტკარაძე შრომის ინსპექციამ გუშინაც დააჯარიმა, რომელიც 10 ათას ლარს შეადგენს.