სამეგრელოში კოვიდ-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ით კიდევ ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი მათგანი სენაკის, ხოლე მეორე რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქოდათ. თორიამ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

“რეგიონის მასშტაბით გვაქვს გარდაცვალების 6 შემთხვევა, მათ თანმხლები მძიმე დაავადებები ჰოქნდათ. ისინი მკურნალობის კურსს გადიოდნენ რეგიონში არსებულ კოვიდკლინიკებში. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს”, – განაცხადა მალხაზ თორიამ

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები