“გაერთიანებული ოპოზიცია” ბათუმში მასშტაბური აქციისთვის ემზადება
ბათუმში, 15:00 საათზე “გაერთიანებული ოპოზიცია” აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს. უკვე გაკრულია სტიკერები აჭარის მთავრობის სახლთან, იდგმება ბანერები და პოსტერები.
შეგახსენებთ რომ აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მათი მიმდევრები 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათენებენ. ამ დროის განმავლობაში პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები და იყო ოპოზიციის წევრების სიტყვით გამოსვლებიც. ისინი 2020 წლის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებდნენ.