რუხის კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ს კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტები მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდნენ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილებს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდათ.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათ რიცხვს გასული 24 საათის მონაცემებით, გამოჯანმრთელებული პაციენტები ჭარბობს. დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პირი.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 147 პირი გადის, მათგან 64-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 42 პაციენტი, მძიმედაა 11 მათგანი, მათ ორმხრივი პნევნომია აღენიშნებათ. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 119 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები