ღრმაღელე-ომფარეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ღრმაღელე-ომფარეთის გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.
პროექტის ფარგლებში სოფელ ღრმაღელეში დაგეგმილია 7 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.
სამუშაოებს შპს ,, პალადა” ასრულებს. პროექტის ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.
სოფელ ღრმაღელეში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე აკვირდებოდა მიმდინარე სამუშაოებს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები