სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 93 პირი დაინფიცირდა
გასული 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“თბილისში -1 784 შემთხვევა; აჭარაში-683 ; იმერეთში-662 ; ქვემო ქართლში-292 ; შიდა ქართლში – 192 ; გურიაში – 123 ; სამეგრელო-ზემო სვანეთში-247 ; კახეთში-228 ; მცხეთა-მთიანეთში-127 ; სამცხე-ჯავახეთში-93 ; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41”, – განაცხადა სიჭინავამ.