კოვიდ-19-ით სამეგრელოში 72 წლის ქალი გარდაიცვალა
ფოთის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 72 წლის ქალი გარდაიცვალა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და რესიპაციული დისტრეს სინდრომი ჰქონდა.
დღეს სამეგრელო-სემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 150 კოვიდპაციენტი გადის, მათგან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 80 პაცინტის კი საშუალო სიმძიმის. ფოთის კლინიკაში იმყოფება 42 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 10 პაციენტის მდგომარეობაა, მათ ორმხრივი პნევნომია აღენიშნებათ. სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 20 ადამიანი იმყოფება.