ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე NCDC-ში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა. თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. ექიმ-ეპიდემიოლოგი გვიან ღᲐმით გარდაიცვალა.
იმერეთში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუდის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.