აჭარა-გურიის აბონენტებს დილიდან გაზმომარაგება შეუწყდა
მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო დილიდან გაზის მიწოდება შეუწყდა აჭარა-გურიის აბონენტებს.
როგორც ,,რეგიონულ კვირას” “სოკარ- ჯორჯია გაზში” განუცხადეს, ამ დროისთვის ხორციელდება მილსადენის აღდგენითი სამუშაოები. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის აღუდგებათ აჭარა-გურიის აბონენტებს გაზის მიწოდება.
„მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთ აღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება.
სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.