გიორგი მაქარაშვილმა კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა,გიორგი მაქარაშვილმა,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტი ,კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,ადგილზე ,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
პროექტი გარდამავალია ,სამუშაოები მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო და დასრულდება 2021 წლის 1-ელ მაისს. მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს.
ქუჩის კეთილმოწყობა ითვალისწინებს:მიწისქვეშა სანიაღვრე არხების,ქვაფენილების ტროტუარების,ბორდიურების,ლანდშაპტური გამწვანების,დეკორატიული მეტალით შემოღობვის და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სამუშაო პროცესი,უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.