შუახევის მერიის სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს
შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაო თათბირზე განიხილეს 2020 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხი.
აღინიშნა, რომ რიგი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები უკვე დასრულდა, ნაწილი პროექტებისა უახლოეს პერიოდში დასრულდება, მაგრამ რჩება ისეთი პროექტები, რომელთა დასრულება მოითხოვს მაქსიმალურ მობილიზებას, ტემპის დაჩქარებას.
სამსახურის ხელმძღვანელებს მიეცათ კონკრეტული დავალება, მობილიზება გაუკეთონ არსებულ რესურსებს და მაქსიმალურად დააჩქარონ სამუშაოების მიმდინარეობა.
თათბირზე განიხილეს აგრეთვე ვირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების განხორციელებაზე საზედამხედველო საქმიანობის უზრუნველყოფის მექანიზმები.
თათბირის მუშაობა შეაჯამა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა 2020 წლის წარმატებით დასრულებაზე, 2021 წლის ამოცანებზე, ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადება-დამტკიცების პროცედურებზე.