385 ახალი კოვიდინფიცირებული, არცერთი გამოჯანმრთელებული – გასული 24 საათის კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ მაღალია. გასული 24 საათის მონაცემით ვირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტები ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ვირუსის დამარცხების ფაქტი ბოლო 24 საათში არ გამოვლენილა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 146 კოვიდპაციენტი გადის, მათგან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 80 პაცინტის კი საშუალო სიმძიმის. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 12 პაციენტის მდგომარეობაა, მათ ორმხრივი პნევნომია აღენიშნებათ.  სენაკის კლინიკა „სენამედში“ კი 30 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 135 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები