ქარელში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს, მესამეს მდგომარეობა მძიმეა

ქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მესამე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ამ დროისთვის ქარელის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მესამე მათგანი მძიმე მდგომარეობაში.

გარდაცვლილთა მეზობლები მომხდარს გაზის გაჟონვას უკავშირებენ.

ცხედრები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები