ავარია რუსთავში – ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი თბილისიდან მომავალ სამარშუტო ტაქსს დაეჯახა. დაშავებულია ერთი მგზავრი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები
როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია