გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, „ქუთაისის უნივერსიტეტი” ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე – „მედია და ქალთა ძალადობა“ 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება.

რა უნდა ვიცოდეთ ძალადობის შესახებ, ვიდრე რესპონდენტთან შეხვედრას დავგეგმავთ? როგორ დავიწყოთ საუბარი და როგორ დავიმსახუროთ რესპონდენტის ნდობა? – ამ და სხვა კითხვებზე მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერი, გელა სორდია უპასუხებს.

„ქუთაისის უნივერსიტეტისთვის” პრიორიტეტია მისი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ეფექტური ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და სხვადასხვა პროფესიული წრის ინფორმაციული, ან საკონსულტაციო მხარდაჭერა”, – აღნიშნავენ უნივერსიტეტში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები