ლანჩხუთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ლანჩხუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, დღეს აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა.

ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე აფეთქება ერთი კვირის წინ მოხდა, აფეთქება საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგანი ერთ-ერთი, 80%-იანი დამწვრობით იმავე დღესვე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები