სოფელ მერჯევში ბაღის და სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღი ორი ასაკობრივი ჯგუფის 50-60 ბავშვზე იქნება გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოხდება ეზოს კეთილმოწყობაც. მშენებლობაზე  დასაქმებული ყველა ადგილობრივია.

სოფელ მერჯევში, ასევე მნიშვნელოვანი მეორე პროექტი მიმდინარეობს. არსებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება და რეაბილიტირებული შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.  მერჯევის სკოლაში 152 მოსწავლე ირიცხება.

საბავშვო ბაღის მშენებლობას და სკოლის რეკონსტრუქციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები