იმერეთში კორონავირუსის 793 შემთხვევიდან დიდი ნაწილი ქუთაისს უკავშირდება

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებიდან დიდი წილი ქუთაისზე მოდის. მხარის რწმუნებულის თქმით, ინფიცირების შემთხვევები იზრდება მუნიციპალიტეტებშიც.
“ბოლო 24 საათში 793 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში. ახალი შემთხვევებიდან დიდი წილი ქუთაისზე მოდის. პაციენტებს ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება გადაგვყავს კლინიკებში, ნაწილი კოვიდ სასტუმროებში. რიგ შემთხვევებში გვაქვს ხოლმე დაყონება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დროულად ხდება პაციენტების ჰოსპიტალიზაცია”,- აღნიშნა შალამბერიძემ.
მისი თქმით, გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, რეგიონში ტესტირებისა და საწოლფონდის პრობლემა არ არის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები