3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები, ასევე აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში, ამასთან ერთად არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.