სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 62 პირი დაინფიცირდა
სამცხე-ჯავახეთში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა – 475, იმერეთი – 793, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 232, გურია-80, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 371, კახეთი-129, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26”, – განაცხადა, სიჭინავამ.