თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.