დაბა ჯვარის ტყეში დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, დილის საათებში მოხდა. დაჭრილმა 112-ში თავად დარეკა.

სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათს მიმდინარეობდა, რომელშიც მაშველთა ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვეტრმფენი იყო ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოჰყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა მანამდე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ გარდაცვლილი მამაკაცის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე.

62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები