კახეთში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა. მედიკოსების თქმით, მისი გადარჩენა მძიმე თანმხლები დაავადებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლეს.

72 წლის პაციენტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან იყო და კორონავირის დიაგნოზით საავადმყფოში რამდენიმე დღის წინ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები