წყალთბილაში მამა–შვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალთბილაში მამა–შვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამა 72 , შვილი კი 40 წლის იყო.
ექიმის განცხადებით, ქალს კორონავირუსთა ერთად, სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ ოჯახის ნათესავებმა განუცხადეს, 72 წლის მამაკაცი კოვიდსაავადმყოფოში ვერ მოათავსეს. დაწესებულებაში ადგილების არ ქონის გამო, მამაკაცის დაწვენაზე, ოჯახის წევრებს უარი უთხრეს. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი , რევაზ კუჭუხიძე მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ პაციენტი მათთან არ მიუყვანიათ და ეს ინფორმაციაც სიცრუეა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 34 პირი გარდაიცვალა.