“სამაშველო ბრიგადამ უვნებლად ამომიყვანა” – ნანგრევებში მოყოლილი ირაკლი მეშვილდიშვილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის

წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს კედლის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი მუშა მიწისა და ქვების მასივში მოყვა.
დროული რეაგირების შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
“112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს”,- განაცხადა წყალტუბოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეთაურმა რამინ უგლავამ.

გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა. მუშას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა.
“დროული რეაგირების შედეგად, სამაშველო ბრიგადამ უვნებლად ამომიყვანა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ”,- განაცხადა დაშავებულმა ირაკლი მეშვილდიშვილმა.

ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები შეჩერებულია, კედლის ჩამოშლის მიზეზის დადგენას ექსპერტები ცდილობენ. დაასკვნის შემდეგ სამუშაო პროცესი განახლდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები