„ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის“ ფარგლებში დედოფლისწაყროს აგრარული ბაზრის მოვაჭრე ქალებთან შსს-ს წარმომადგენელმა და არასამთავრობო ორგანიზაცა „კავშირი საფარის“ იურისტმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განხილული იყო ძალადობის ფორმები, პრაქტიკა და პრევენცია.
პრეზენტაცია ეხებოდა მობილურის აპლიკაციას, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აქციის ორგანიზატორის განცხადებით, აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.
,,ინფორმაცია მიიღეს ამ ადამიანებმა რა არის ზოგადად ძალადობა, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას.
ვესაუბრეთ მის პრევენციაზე, თავდაცვაზე.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება, იმიტომ, რომ დედოფლისწყაროში არ აღნიშნულა მსგავსი დღე.
ასევე, გავუზიარე ამ ადამიანებს ჩემი გამოცდილება, როგორ შევძელი მე ამ სირთულეების გადალახვა.
ვისურვებდი, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩართულიყვნენ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში”,- განაცხადა სოფიო ჯეთერიშვილმა.