ხულოს ადგილობრივი თვითმმართველობა უერთდება 16 დღიან კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ
ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უერთდება 16 დღიან კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ ,რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში, პირველ დეკემბერს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს სოფელ დიდაჭარაში უფლებადამცველთან ერთად დარიგდბა საინფორმაციო ფლაიერები სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სამართლებრივ თემებზე კონსულტაცია სპეციალისტთან; 5 დეკემბერს მოხალისეთა საერთაშორისო დღეს ჩატარდება ვებინარი თემაზე: “შეწყვიტე ძალადობა ქალების და გოგონების მიმართ”; 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად მოხატული თითებით შევაჯამებთ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც დღესდღეობით მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია დაიწყო, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ ამ პერიოდში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.