ბათუმში, კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ექთანს თავს დაესხა, სასტუმროდან გადახტომას აპირებდა. ამის შესახებ კოვიდსასტუმროს პერსონალმა განაცხადა. პაციენტი მეტადონის პროგრამით სარგებლობს და მას სისტემატურად ესაჭიროება შესაბამისი მედიკამენტები.
ერთ-ერთი ექთნის განცხადებით, რომ არა დაცვის პოლიცია 51 წლის კაცი მე-11 სართულიდან გადახტებოდა.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა ექთანს ფიზიკური ზიანი მიაყენა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.