პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტიადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
„2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ორი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 საბავშვო ბაღს, ხოლო ორის მშენებლობა მიმდინარეობს“ – აღნიშნა მერმა, გოჩა ქაჯაიამ.
მიმდინარე წელს პირველ ხორგაში განხორციელდა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.