232 ახალი კოვიდინფიცირებული, 77 გამოჯანმრთელებული – გასული 24 საათის კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი კვლავ მაღალია, გასული 24 საათის მონაცემით ვირუსი 232 ადამიანს დაუდასტურდა.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, კლინიკაში მკურნალობის კურსს 142 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის 85 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე. სენაკის მუიციპალიტეტის სენამედის კოვიდ კლინიკაში 30 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 77 პირი.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 165 ადამიანი იმყოფება.