ქობულეთში მოკლული დავით შარაძის ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

10 დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მოკლული 39 წლის დავით შარაშიძის ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. საქმეზე დაკავებულია 28 წლის თენგო გორგილაძე. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლულის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელიბა და მხოლოდ დაკავებული გორგილაძე არ მონაწილეობდა ამ საქმეში.

მოკლულის მამა აცხადებს, რომ იგი თავად იმყოფებოდა თავდამსხმელის ოჯახში და დაინახა რამდენიმე უცხო პირი. შარაშიძეების ოჯახის წევრები და ადვოკტი ამ წუთებში აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
მკვლელობა 14 ნომებრს მოხდა. დავით შარაშიძე მეზობელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები