კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევიდან 214 კახეთში დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის  214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 2175 მოქალაქე რჩება, კარანტინში კი 97 ადამიანი იმყოფება. ბოლო რამდენიმე კვირაში ვირუსი 846-მა მოქალაქემ დაამარცხა, 21 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები