იმერეთში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულები კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში გადაიყვანეს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 81 ინფიცირებული მკურნალობს, ხოლო “ბომონდის” კოვიდცენტრში 150-მდე პაციენტი გადის მკურნალობას.
“ბომონდის” კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
კოვიდცენტრში დღეს კიდევ 4 ორსულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის ორსულებს მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა, ხველა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდათ.
კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ამ დროისათვის 35 ორსული და მელოგინე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები