523 ახალი ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი – კოვიდსტატისტიკა აჭარაში

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 523 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დღეის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვა 402-მა პაციენტმა. რეგიონის კოვიდ- კლინიკებში 1 010 მოქალაქე მკურნალობს, მათ შორის 140 მძიმე პაციენტია, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 49 პირი იმყოფება.

რაც შეეხება კივიდ სასტუმროებს, აქ 2 047 ადამიანია მოთავსებული.

აჭარაში არსებულ საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 1 021 პირი.

თვითიზოლაციას – 13 768 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები